21 იანვარს, 23:00 საათზე საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი რაჭაში, ონის რაიონში აღინიშნა.
სეისმოლოგიური სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4 ბალს მიაღწია, რის გამოც მკვეთრი ბიძგები იგრძნობოდა იმერეთშიც.
მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. როგორც სეისმოლოგები აცხადებენ, წუხანდელი მიწისძვრის ეპიცენტრი ზუსტად ემთხვევა 8 სექტემბერს რაჭაში მომხდარ მიწისძვრის ადგილს, რომელმაც ონის რაიონს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.