ოს სეპარატისტთა ლიდერი ლეონიდ თიბილოვი დღეს ცხინვალში ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს - ფილიპ ლეფორს (ევროკავშირი), პოდრიგ მერფის (ეუთო) და ანტი ტურუნენს (გაერო) შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ოს სეპარატისტთა ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"მე ვიცი იმ სამუშაოს შესახებ, რომელსაც თქვენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფარგლებში აწარმოებთ. ძირითადი საკითხები, რომლებითაც თქვენ დაკავებული ხართ ეს უსაფრთხოების საკითხებია, რომლებიც ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტასთან არის დაკავშირებული. ჩემი აზრით, ძირითადი მიზანი რა თქმა უნდა არის შეთანხმების გამომუშავება საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის მიმართ ძალის გამოყენებლობის შესახებ", - განაცხადა ოს სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა და ოსური მედიის ინფორმაციით, სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ 19 რაუნდი ისე ჩატარდა, რომ ამ მიმართულებით "წინსვლა არ არის".
"ამ საკითხს უფრო აქტიური მიდგომა სჭირდება. უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის შორის მომავალ ურთიერთობებზე საუბარი შეუძლებელია",_ განაცხადა ოს სეპარატისტთა ლიდერმა და სთხოვა თანათავმჯდომარეებს ქართული მხარემდე მიეტანათ ის, რომ "ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა აუცილებელია. ამის გარეშე წინ წაწევა გართულდება", _ განაცხადა ოს სეპარატისტთა ლიდერმა.