ტყიბულის რაიონში, სოფელ ხრესილთან, მდინარე წყალწითელამ ახალშობილის გვამი გამორიყა. სოფლის მცხოვრებლებმა ჩვილის ცხედარი მდინარიდან ამოიყვანეს.
მდინარეში ბავშვი, სავარაუდოდ, დღეს გადააგდეს. იგი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღისაა.
ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამარლის საქმე აღიძრა.