17 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება.
ტურნირი საქართველოს ნაკრებმა ფავორიტ გერმანიასთან მარცხით დაიწყო - 0:1. ჭაბუკი „ჯვაროსნები" 59-ე წუთამდე უძალიანდებოდნენ მეტოქეს, მაგრამ მაქს მაიერის დარტყმის შემდეგ ქართველი კიპერი ალექსანდრე ადამია უძლური აღმოჩნდა.
A ჯგუფის კიდევ ერთ მატჩში, საფრანგეთმა და ისლანდიამ, ფრედ 2:2 ითამაშეს. ფრანგები 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ შეინარჩუნეს უპირატესობა.
რაც შეეხება B ჯგუფს, იქ პოლონეთმა ბელგია 1:0 დაამარცხა, ჰოლანდიამ კი, მასპინძელ სლოვენიას 3:1 მოუგო.