ნიუ-იორკის ლონგ-აილენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ პიცის მოხმარება შეიძლება სასარგებლო იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. თუმცა თავად პიცა სანელებელს - ორეგანოს უნდა შეიცავდეს.
პიცა არასოდეს შეუყვანიათ ჯანსაღი საკვების კატეგორიაში, მაგრამ კვლევებმა დაადასტურა, რომ ეს საკვები შეიძლება სასარგებლო იყოს. პიცის პოპულარული სანელებელი - ორეგანო შეიძლება წინამდებარე ჯირკვლის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ძლიერი იარაღი აღმოჩნდეს.
მეტიც, ორეგანოს საფუძველზე შექმნილი წამალი, სავარაუდოდ, ნაკლებ გვერდით მოვლენას გამოიწვევს, ვიდრე სიმსივნეების მკურნალობის ყველა არსებული მეთოდები, რომლებიც პაციენტს შეუკავებლობით და იმპოტენციით ემუქრება.
ამერიკელმა მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს ორგანულ ნივთიერებაზე სახელწოდებით კარვაკოლი, რომელსაც ორეგანო შეიცავს. საკმარისი აღმოჩნდა, ეს ნივთიერება დაემატებინათ პროსტატის კიბოს უჯრედის შემცვლელ სინჯარაში, რომ კარვაკოლმა სწრაფად გაანადგურა ისინი. ოთხი დღის განმავლობაში, ლაბორატორიაში თითქმის ყველა კიბოს უჯრედი, რომელიც კარვაკოლის ზემოქმედებას დაექვემდებარა, დაიღუპა. ანალიზმა აჩვენა, რომ პიცის პოპულარულმა სანელებელმა აიძულა სიმსივნე თავად განადგურებულიყო.
პროსტატის კიბოთი დაავადებული პაციენებისთვის ჯერჯერობით არ ღირს, მიეძალონ პიცას. საქმე ისაა, რომ ორეგანო კარვაკოლით უფრო სწრაფად გადამუშავდება, ვიდრე მას შეუძლია კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება დაიწყოს, - მიიჩნევენ მეცნიერები. ასე რომ, კიბოსთან ბრძოლისთვის უნდა შეიქმნას კარვაკოლის საფუძველზე შექმნილი სრულფასოვანი მედიკამენტი.
თუმცა ეს არ გამორიცხავს პიცას კიბოს საწინააღმდეგო თვისებას. ადრეულმა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ კვების ეს პროდუქტი ამცირებს სიმსივნის განვითარების ალბათობას. მეცნიერებს ეგონათ, რომ მსგავს ეფექტს განაპირობებს ლიკოპენი ტომატის სოუსში. მაგრამ ახლა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ძირითადი დამსახურება ორეგანოს ეკუთვნის.