იაპონიის ნაკრების იტალიელი თავკაცი ალბერტო ძაკერონი მილანურ დერბში ფავორიტად "მილანს" მიიჩნევს.
"დღესდღეობით "მილანი" "ინტერზე" ძლიერი გუნდია და ვფიქრობ, ეს მომავალ დერბიშიც გამოჩნდება. მასიმილიანო ალეგრიმ ძალიან კარგი გუნდი შეკრა, საქმეს მშვენივრად უძღვება და ვფიქრობ, მომავალ სეზონშიც "მილანის" მწვრთნელი უნდა იყოს. უსასრულო საკადრო პრობლემების მიუხედავად, ის მაინც ახერხებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას", - განაცხადა ძაკერონიმ.