ლონდონში, ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ გახსნამდე 2012 საათით ადრე, ახალი ოლიმპიური სტადიონი გაიხსნა.
სტადიონის გახსნის ცერემონიალს 40 ათასზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ სტუდენტები, სპორტსმენები, ინვალიდები, რომლებმაც ფაქტობრივად სტადიონის ვარგისიანობა შეამოწმეს.
ლონდონის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ლორდ სებასტიან კოუმ განაცხადა, რომ სტადიონის განხსნა ოლიმპიური თამაშების დაწყაბამდე უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა.
დღეს, 6 მაისს, სტადიონი უსაფრთხოების, ადვილად შეღწევადობისა, სატრანსპორტო კომუნიკაციებებთან კავშირის მხრივ შემოწმდება.