მილანის "ინტერის" მცველი კრისტიან კივუ თავის გუნდს "მილანთან" იტალიის ჩემპიონატის უახლოესი ტურის მატჩში ვერ დაეხმარება.ამის შესახებ Tutto Mercato იუწყება.
საქმე ისაა, რომ 31 წლის რუმინელს კვლავაც კოჭის ტრავმა აწუხებს. თავდაპირველად, "ნერაძურის" ექიმები გუნდის სამწვრთნელო შტაბს აიმედებდნენ, მაგრამ სადღეისოდ, დერბი დელა მადონინაში მცველის თამაში გამორიცხულია.
იტალიური მედიასაშუალებების ცნობით, მილანურ დერბის "ინტერის" კაპიტანი ხავიერ ძანეტიც დააკლდება.