დღეს, 6 მაისს, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება, არჩევნებში რვა პარტია და ერთი პარტიული ბლოკი მონაწილეობს. სომხეთის პარლამენტი 131 ადგილიანია.
მეთუთე მოწვევის პარლამენტს 647 საერთაშორისო და 31 ათასი ადგილობრივი დამკვირვებელი დააკვირდება. ამომრჩეველთა სია 2. 482. 238 ადამიანისაგან შედგება.
როგორც მოსალოდნელია სომხეთში საპარლამენტო არჩევნებზე ბრძოლა მმართველ პარტია -სომხეთის რესპუბლიკურ პარტიასა და მის ახლანდელ კოალიციურ პარტნიორს - "აყვავებულ სომხეთს" შორის გაიმართება, რომლის სათავეშიც ყოფილი სპორტსმენი, უმდიდრესი ადამიანი გაგიკ ჩარუკიანი დგას.
"The Daily Star"-ის ინფორმაციით, ეს არჩევნები დიდი გამოცდაა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის დემოკრატიული იმიჯისათვის, იმიტომ, რომ 2008 წელს იქ ჩატარებული არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მასობრივი მიტინგები დაიწყო, რომლებიც სისხლიღვრით დასრულდა. შეტაკება სპეცდანიშნულების რაზმებსა და ოპოზიციის მომხრეებს შორის გაიმართა. მაშინ დაიღუპა 10 ადამიანი და ამან პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის რეპუტაციას დიდი ზიანი მიაყენა.
გამოკითხვები ცხადჰყოფენ, რომ სარგსიანის რესპუბლიკური პარტია, რომელსაც ამ დროისათვის საპარლამენტო უმრავლესობა აქვს, კოალიციაში თავის მოკავშირეს და ამაჯამად კონკურეტს უსწრებს, რომლის ლიდერიც მილიონერი, მაგნატი და ყოფილი ჩემპიონი გაგიკ ჩარუკიანია. ოპოზიციური პარტიები ამ პარტიას ჩამორჩებიან.
ამავდროულად, ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე პირობა დადო, რომ უპრეცედენტოდ სამართლიანი არჩევნებს ჩაატარებს.
"ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ჩვენთვის აუცილებელია სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება, ვინაიდან ხელისუფლებას რეფორმების ჩატარება სურს და მისთვის მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვება აუცილებელია", _ განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარქისიანმა.
ამავდროულად, ოპოზიციური ბლოკი - სომხეთის ნაციონალური კონგრესი უკვე აცხადებს, რომ არჩევნევბი "დაშინებისა და შიშის ატმოსფეროში" ტარდება, რომელსაც "ოლიგარქიული რეჟიმი" ახორციელებს და რომელიც ხმების გაყალბებისათვის ემზადება.
"ხანდახან სომხეთი დემოკრატიულ ქვეყანად გამოიყურება, მაგრამ ეს ფასადია. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ეს მაფიოზური რეჟიმი, რომელმაც ხელისუფლება ხელში საკუთარი გამდიდრებისათვის ჩაიგდო", _ აცხადებს ბლოკის კოორდინატორი ლევონ ზურაბიანი და აღნიშნავს, რომ მასობრივი ფალსიფიკაციის შემთხვევაში ბლოკი ხმის მიცემიდან მეორე დღეს საპროტესტო აქციებს დაიწყებს.
საპროტესტო დემონსტრაციებს არ გამორიცხავს ასევე ხელისუფლების მოწინააღმდეგე პარტია "აყვავებული სომხეთი", რომლის ლიდერსაც ერევნის აგრეუბანში ფეშენებელურ ვილაში ლომები ჰყავს გაშვებული.
"თუ ხალხი კვლავ იმედგაცრუებული იქნება, იმ მიზეზით, რომ არჩევნები გაყალბდება პრობლემები მხოლოდ გარღმავდება და ეს არასტაბილურობის პერიოდამდე აუცილებლად მივა", _ პარტია "აყავებული სოხეთის" წევრი ვარდან ოსკანიანი.
თუმცა, სომხეთში დაგეგმილ არჩევნებზე ამომრჩეველთა მაღალ აქტიურობას ელოდებიან. სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ამომრჩეველთა დიდი ნაწილი პოლიტიკურ პროცესს ცინიკურად უყურებს.