ხვალ, 5 მაისს, ბილაინის აბონენტებისთვის სპორტული კლუბის "სპორტი ნათელ მხარეზე" ფარგლებში, თბილისში, ფარიაკობის მასტერკლასი გაიმართება.
ბილაინმა და სამოყვარულო სპორტის ფედერაციამ " სპორტი ყველასათვის" სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით სამოყვარულო სპორტულ კლუბი ჩამოაყალიბა.
ფარიკაობის მასტერ კლასი 5 მაისს, 13:00-იდან 17:00 საათამდე, ფარიკაობის ფედერაციაში, ჭავჭავაძის 49 ბ ში გაიმართება.
სპორტულ კლუბში გაწევრიანება თავისუფალია ბილაინის ნებისმიერი აბონენტისთვის, წევრად გახდომა ბილაინის ოფიციალური ფესბუქის გვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი.
სპორტული კლუბის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა სპორტული აქტივობების დაგეგმვით, იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც სპორტი არ არის პროფესიული საქმიანობა და იმ ძველი ქართული სპორტული სახეობების აღდგენა, რომელიც ამ ეტპაზე მივიწყებული ან ნაკლებად პოპულარულია.
სპორტული კლუბის ფარგლებში, 2012 წლის იანვრიდან გამოქვეყნდება ერთწლიანი სპორტული კალენდარი, სადაც ყველა იმ სპორტული აქტივობის ჩამონათვალი იქნება, რომელშიც მონაწილეობა ბილაინის ნებისმიერ აბონენტს შეეძლება, ბილაინის სპორტულ კალენდარში მოხვდა ისეთი უძველესი ქართული სპორტის სახეობები, როგორებიცაა; ჭაკუნობა, საყრებურთი, ჭოროლა , ჯილდაობა.
"ბილაინის ახალი სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივა ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას ეძღვნება. დინამიკური ზრდის პარალელურად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა აქციებმა კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიღოს. ჩვენი მიზანია უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს სახალისო სპორტულ აქტივობებში, გარდა ამისა, აღვადგენთ მივიწყებულ ქართულ სპორტულ სახეობებს და მათ პოპულარიზაციას მოვახდენთ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ", - განაცხადა ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეონა ბაღდავაძემ.
"მოხარულები ვართ, რომ კომპანია ბილაინი შემოუერთდა ისეთ საჭირო და პრიორიტეტულ მიმართულებას, რასაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ეწოდება. დარწმუნებულები ვართ, ერთობლივი ძალისხმევით ძალიან ბევრ საინტერესო ღონისძიებას ჩავუყრით საფუძველს", - განაცხადა ფედერაცია "სპორტი ყველასათვის " ხელმძღვანელმა თენგიზ გაჩეჩილაძემ.
"სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო მხარს უჭერს ახალი სპორტული კლუბის ჩამოყალიბებას. ბილაინის სპორტული კლუბის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები კიდევ.
უფრო დაგვეხმარება ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ჯანსაღი ცხოვრების სტილი", - სპორტის დეპარტამენტის თავჯდომარემ, ირაკლი სამყურაშვილმა.