4-დან 16 მაისამდე სლოვენია 17 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირს უმასპინძლებს. ვასილ მაისურაძის მიერ გაწვრთნილი ქართველი ჭაბუკები, პირველ მატჩს დღეს, გერმანელ თანატოლებთან გამართავენ. თამაში თბილისის დროით 20 საათსა 30 წუთზე დაიწყება.
ცნობილია, რომ ნაკრების შემადგენლობაში სლოვენიაში მყოფი ყველა ქართველი ფეხბურთელი მწყობრშია და ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის პირველ მატჩში სათამაშოდ მზადაა.
გერმანიასთან ჭაბუკი „ჯვაროსნების" დაპირისპირებას, რომელიც ლიუბლიანის სტადიონ „სტოჟიცეზე" გაიმართება, სლოვაკი არბიტრი ივან კრუჟლიაკი განსჯის.
აქვე შეგახსენებთ, რომ 4-გუნდიანი ჯგუფის მეორე მატჩს, საქართველო საფრანგეთთან 7 მაისს, დომჟალეს „სპორტნი პარკზე" ითამაშებს. ბოლო ტური კი, 10 მაისს შედგება და „ჯვაროსნები" იქვე ისლანდიას ხვდებიან.
გათამაშების ნახევარფინალურ ეტაპზე, ჯგუფებში პირველ-მეორე-ადგილზე გასული გუნდები გააგრძელებენ ასპარეზობა