"ჩვენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინააღმდეგნი არ ვართ, ჩვენი უკმაყოფილება მხოლოდ კონკრეტული პერსონის მიმართ იყო წარმართული", _ აცხადებს აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა.
"ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი იმისა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე რეგიონებში განახორციელონ თავიანთი მოქმედება, როგორც ეს მედევდევი-სარკოზის გემითაა განსაზღვრული. მთავარია, რომ მათი საქმიანობა საქმით ადგებოდეს რეგიონში სტაბილურობის გამყარებას, ხოლო ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თბილისის ხელისუფლების ინტერესების მომსახურე იქნება, იმის ნაცვლად, რომ თავისი მანდატი შეასრულოს", _ განაცხადა ხინთბამ.