"აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში "მოსკოვის ხელის" დანახვა - პოლიტიკური ურდელობაა და სხვა არაფერი", _ აცხადებს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა. ეს განცხადება მან იმ ფაქტის კომენტირებისას გააკეთა, როდესაც აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი განცხადებაში განაცხადა, რომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ანჟეი ტიშკევიჩს აფხაზეთის ტერიტორიაზე "არასასურველ პერსონად" აცხადებს.
"ჩვენი განცხადების მსგვსი ინტერპრეტაცია პოლიტიკური უზრდელობაა. ვფიქრობ, უკვე დროა ქართველმა კოლეგებმა უარი თქვან მოძველებულ შტამპებზე და ბოლოს და ბოლოს რეაობას თვალებში ჩახედონ. პირველებმა აფხაზური მხარის გადაწყვეტილების შესახებ არა რუსმა დიპლომატებმა, არამედ ჟენევის თანათავმჯდომარეებმა გაიგეს", _ აცხადება ხინთბა და აღნიშნავს, რომ რაც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას მისი კომენტირებაც კი არ ღირს.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას მისი კომენტირებაც კი არ ღირს, იმიტომ რომ მისი ადრესატი - რუსული მხარეა. კვლავ გამოვხატავ გულწყფელ გაოცებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი დაჟინებით ცდილობს თბილისის ხელმძღვანელობა დაარწმუნოს მსოფლიო და უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავი, რომ აფხაზეთი გადაწყვეტილებების მიღებისას თითქოს დამოუკიდებელი არ არის", _ აცხადებს ხინთბა და აღნიშნავს, რომ საქართველომ მომავალში თუ გააგრძელა ამ ხაზის გატარება, "ჩვენ მოგვიწევს ანალოგიურად იგნორირება მოვახდინოთ საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს საკითხებზე პირდაპირ ვაშინგტონს მივმართოთ".