საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამოქმედდა საინფორმაციო ცენტრის ახალი ტელეფონის ნომერი 25 15 27.
საინფორმაციო-სატელეფონო მომსახურების ცენტრის დახმარებით, მოქალაქეებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ტელეფონით მიიღონ უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული იურიდიული კონსულტაცია ან მათთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია სარეგისტრაციო განაცხადის მსვლელობის, აგრეთვე, საჯარო რეესტრიდან ამონაწერში აღმოჩენილი ტექნიკური ხარვეზის შესახებ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო მომსახურების ცენტრთან დასაკავშირებლად მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ნომერზე: 25 15 27. სასურველი მომსახურების მისაღებად აუცილებელია შიდა ნომრის აკრეფა:
იურიდიული კონსულტაციის მისაღებად _ 1;
სარეგისტრაციო წარმოების შესახებ ინფორმაციის მისაღებად _ 2;
საჯარო რეესტრიდან ამონაწერში ტექნიკური ხარვეზის (ფართობთან, მისამართთან, სახელთან, გვართან და სხვა ტექნიკურ ხარვეზთან დაკავშირებით) აღმოჩენის შემთხვევაში _ 3.
დღემდე საინფორმაციო მომსახურების ცენტრში რამდენიმე სატელეფონო ხაზი მოქმედებდა, რაც მოქალაქეთა დაბნეულობას და უკმაყოფილებას იწვევდა.
სააგენტოს საინფორმაციო მომსახურების ცენტრში დასაქმებულია შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე 6 თანამშრომელი, რომელთაც აქვთ სათანადო განათლება, თუმცა ინვალიდობის გამო მოკლებულნი არიან გადაადგილების უნარს. მათ უკვე ათასობით მოქალაქეს გაუწიეს მომსახურება.
სააგენტოს ხელმძღვანელობის განცხადებით, საინფორმაციო მომსახურების ცენტრის ამოქმედების შემდეგ საჯარო რეესტრში მნიშვნელოვნად შემცირდა იურიდიული კონსულტაციისათვის მისულ მოქალაქეთა რაოდენობა, რამაც სარეგისტრაციო სამსახურებში მოქალაქეთა რიგის პრობლემის დარეგულირებას შეუწყო ხელი.