"ძალიან არ გვინდა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფებმა თავისი მუშაობა შეწყვიტონ", _ აცხადებს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა აფხაზურ მედიასთან საუბარში.
"ძალიან არ გვინდა რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფებმა თავისი მუშაობა შეწყვიტონ ამ მიზეზით. მაგრამ თუ საქართველოსა და ევროკავშირისათვვის პრინციპულია სწორედ ტიშკევიჩის მონაწილეობა ამ შეხვედრებში, მე მხოლოდ მხრების აჩეჩვაღა მრჩება", _ აცხადებს ხინთბა და აღნიშნავს, რომ აფხაზური მხარის პოზიცია უცვლელია.
"მიმაჩნია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში საკადრო ცვლილებები შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის დადებით მოძებნას ნამდვილად დაეხმარება", - განაცხადა ხინთბამ.
მასალის გამოყენების პირობები