დღეს, 3 მაისს, 19:00 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში ცნობილი მწერალის და ფილოსოფოსის, გივი მარგველაშვილის ლიტერატურული საღამო გაიმართება. ავტორი წაიკითხავს ნაწყვწეტებს საკუთარი ნაწარმოებებიდან. საღამოს მოდერაციას გაუწევს მწერალი და პუბლიცისტი ნაირა გელაშვილი, რომელიც გივი მარგველაშვილის ლექსებისა და პროზაული მინიატურების ქართულ თარგმანებს წაიკითხავს.
საღამოზე გამოფენილი იქნება გივი მარგველაშვილის წიგნები (პროზა, პოეზია, ფილოსოფია), რომლებიც გამოცემულია გერმანიასა და საქართველოში.
მწერალი და ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი დაიბადა ქ. ბერლინში 1927 წელს, ქართველ ემიგრანტთა ოჯახში. 1991-1992 წლებში გერმანიაში გამოქვეეყნდა გ. მარგველაშვილის მრავალტომიანი რომანის, "კაპიტანი ვაკუშის", 2 ტომი, აგრეთვე რომანები "მუცალი" (ქართულად თარგმნა მაია ბადრიძემ), "დიდი კორექტურა", პროზაული კრებულები "გადაუგდებელი ხელთათმანი" და "სიცოცხლე ონტოტექსტში". მარგველაშვილი ცნობილია, აგრეთვე, როგორც ფილოსოფოსი, გერმანული ეგზისტენციალიზმის აღიარებული სპეციალისტი. 1997 წელს მარგველაშვილი არჩეულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად. 2006 წელს მას მიენიჭა გერმანიის გოეთეს მედალი.
ამჟამად მწერალი ცხოვრობს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.