ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ ახალგორში პასპორტიზაციის გამკაცრება მოსალოდნელი იყო.
არეშიძის თქმით, საოკუპაციო რეჟიმი ამ ნაბიჯით საკუთარი მდგომარეობის გამყარებას ცდილობს.
ექსპერტის აზრით, საოკუპაციო რეჟიმს სურს, რაც შეიძლება ნაკლები საქართველოს მოქალაქე იყოს რეგიონში.
"ეს ფაქტი არ უნდა გაგვიკვირდეს. ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო. საოკუპაციო რეჟიმი ამით პოზიციების გამყარებას ცდილობს. ამის ოფიციალური მიზეზი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის დადგენა და იდენტიფიცირებაა, არაოციალურად კი ოკუპანტებს სჭირდებათ, რომ რაც შეიძლება ნაკლები საქართველოს მოქალაქე იყოს რეგიონში", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მამუკა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვრიდან ახალგორის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასვლისას რაიონის მოსახლეობამ ქართული პირადობისა და დაბადების მოწმობების ნოტარიულად დამოწმებული რუსული ასლები უნდა წარადგინონ. ამის მიზეზად რუსი ოკუპანტები და ცხინვალის რეჟიმი რუსი მესაზღვრეების მიერ ქართული ენის არცოდნას ასახელებენ.