ევროპის ფეხბურთის ფედერაცია უკრაინაში დაგეგმილი ჩემპიონატის თარიღის შეცვლას, ან სხვა ქვეყანაში გადატანას არ აპირებს. ამის შესახებ განცხადება უეფა-ში რამდენიმე საათის წინ გააკეთეს.
აქამდე არ გამორიცხავდნენ, რომ უეფა-ს შეეძლო სხვა გადაწყვეტილება მიეღო. ამის მიზეზი ევროპის ლიდერების პროტესტი და დნეპროპეტროვსკში მომხდარი აფეთქებების სერია იყო.
"ევრო 2012" უკრაინაში 8 ივნისს დაიწყება. მას იულია ტიმოშენკოს საქმესთან დაკავშირებული ბოიკოტის გამო არ დაესწრებიან გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზო.