რუსეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიკ ადვოკატი, რომელიც დაკავებულ თანამდებობას ევრო-2012-ის მერე დატოვებს, მომავალ სეზონში მუშაობას ჰოლანდიის პსვ-ში გააგრძელებს.
"სიტყვიერად ყველაფერზე მოვილაპარაკეთ. ვფიქრობ, მომავალ კვირაში ყველაფერს ქაღალდზე გავაფორმებთ. რამდენიმე კვირის წინ მკითხეს, მზად ვიყავი თუ არა პსვ-სთან მოსალაპარაკებლად და დადებითი პასუხი გავეცი. პსვ-ს დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ სამუშაო ბევრია. კლუბის ხელმძღვანელობასთან კიდევ ბევრი საკითხის განხილვა მომიწევს", - იუწყება დიკ ადვოკატის სიტყვებს Voetbal International-ი.
შეგახსენებთ, რომ 64 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი პსვ-ში 1995-1998 წლებში მუშაობდა.