29 აპრილს, რუსთავის ავტოდრომის ოფიციალურ გახსნაზე გამართულ ავტორბოლაში „თეგეტა მოტორსის" გუნდის სახელით მოასპარეზე ზურა ბეჟაშვილმა მეორე ადგილი მოიპოვა. საქართველოს ღია ჩემპიონატის პირველი ეტაპი წრიულ რბოლაში გაიმართა შემდეგ კლასებში: Formula Alfa, Legends, GT, Touring. ავტორბოლებში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა გუნდების წარმომადგენლებმა.
„თეგეტა მოტორსის" სახელით რბოლაში მოასპარეზე ზურა ბეჟაშვილმა, შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო GT კლასში. მან 29 აპრილის ოფიციალურ ვარჯიშზე საუკეთესო დრო აჩვენა, ხოლო შეჯიბრში საკმაოდ დაძაბული და საინტერესო რბოლის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 27, 28, 29 აპრილს რუსთავის ავტოდრომზე ჩატარდა ოფიციალური ვარჯიშები, საკვალიფიკაციო რბოლები.
გახსნის ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილიც, რომელმაც ფორმულა 3-ის ბოლიდით თავად მოსინჯა ავტოდრომის გზის საფარის ხარისხი.
ზურა ბეჟაშვილი გახლავთ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, რუსთავის ავტოდრომის მრავალგზის რეკორდსმენი და სამგზის ევროპის ჩემპიონატის ეტაპის პრიზიორი რალიში.