ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი დარწმუნებული იყო, რომ გუნდის ჰოლანდიელ თავდამსხმელ რობინ ვან პერსისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გაიმართებოდა.
BBC Sport-ის ინფორმაციით, "არსენალის" კაპიტანს სურს, რომ კლუბთან ახალ კონტრაქტზე სწორედ ევროპირველობის დასრულების შემდეგ ისაუბროს.
მოქმედი კონტრაქტის თანახმად, ვან პერსი "არსენალში", სადაც 2004 წლიდან თამაშობს, კიდევ ერთი წლით უნდა დარჩეს.