დღეს, 28 აპრილს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბანკის სივრცეში გაიხსნება ახალგაზრდა მხატვრების ჯგუფური გამოფენა, სახელწოდებით "დიადი მიზნების სახელოსნო".
ექსპოზიციაზე ახალგაზრდა მხატვრების: სალომე რიგვავას, თამარ მაღლაფერიძის, ემზარ ხაზარაშვილის და გიორგი რუხაძის მიერ შესრულებული ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
გამოფენის ორგანიზატორია არტ ცენტრი "ტიფლის ავენიუ".
გამოფენა 8 მაისამდე გაგრძელდება.