ვაშინგტონი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს მაღალ შეფასებას აძლევს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მარკ ტონერის თქმით, უკრაინის არჩევნები ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების მნიშვნელოვანი დემონსტრაცია იყო.
"ეუთომ არჩევნები სამართლიანადა მიიჩნია", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, აშშ იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნების მეორე ტურიც წარმატებით ჩატარდება.
"აშშ მოელის, რომ უკრაინა 7 თებერვალს არჩევნების მეორე ტურსაც ასევე წარმატებით ჩაატარებს. ჩვენ ასევე მოველით თანამშრომლობას ახალ პრეზიდენტთან, რომელსაც უკრაინელები აირჩევენ", - ნათქვამია განცხადებაში.