მაისში აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ლათინური ამერიკის რიგ ქვეყნებში აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების სათხოვნელად მიემგზავრება. განცხადება ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. ელჩმა ნიკარაგუაში ზაურ გვაჯავამ დღეს სოხუმში გააკეთა.
მისივე ინფორმაციით, იგი არ დააკონკრეტებს თუ კერძოდ, რომელ ქვეყნებში აპირებენ სეპარატისტები გამგზავრებას, ვინაიდან ამ ხელის შეშლის ეშინიათ.
"როგორც კი ჩვენ ვასახელებდით ქვეყანას, რომელიც აპირებდა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, მაშინვე ჩვენ ჩვენი არამეგობრები გვასწრებდნენ და აკეთებდნენ ყველაფერს იმისათვის, რომ აღიარება არ მომხდარიყო და ამ საქმეში ევროკავშირი, ნატო და და აშშ-ს ერთვებოდა. ჩვენ არაერთხელ ვიწვნიეთ ეს ამიტომაც ნაკლები აფიშირება გვიწევს", _ აცხადებს გვაჯავა.
მასალის გამოყენების პირობები