ნიკარაგუაში აფხაზეთის ე.წ. საელჩო გაიხსნა - ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით აფხაზეთის ე.წ. ელჩი ნიკარაგუაში ვინმე ზაურ გვაჯავა იქნება. აღსანიშნავია, რომ ნიკარაგუა რუსეთის შემდეგ მეორე ქვეყანა იყო, რომელმაც 2008 წელს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. რაც შეეხება აფხაზეთის ე.წ. საელჩოს ვენესუელაში იგი უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს.
"ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა მე რწმუნებათა სიგელი გადმომცა, რომელსაც მე ნიკარაგუას პრეზიდენტს დანიელ ორტეგას გადავცემ. ეს მისია ძალიან სერიოზული და საპასუხისმგებლოა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ჩვენი რესპუბლლიკისათვის. ეს ახალი საელჩოა სადაც ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ", _ განაცხადა ზაურ გვაჯავამ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
მასალის გამოყენების პირობები