კალიფორნიაში სკრიპსის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა დამტკიცა, რომ ანტისხეულის საინფექციო ხსნარს შეუძლია დაიცვას თაგვები კოკაინის ლეტალური დოზის დროს.
ნაშრომში, რომელიც ჟურნალ Jurnal Molecular Pharmaceutics-ში გამოქვეყნდა, ნაჩვენებია ადამიანის ანტისხეულის თერაპიული პოტენციალი კოკაინის ლეტალური დოზის დროს.
"ეს იქნება პირველი სპეციფიკური ანტიდოტი კოკაინით მოწამვლის დროს", - აცხადებს კიმ ჯანდა - კვლევების ხელმძღვანელი და პიონერი ანტინარკოტიკული ვაქცინის შექმნის დარგში. მის ლაბორატორიაში შექმნილი პრეპარატი წარმოადგენს ადამიანის ანტისხეულს, ამდენად, მეცნიერის სიტყვებით, ის შედარებით უსაფრთხო უნდა იყოს.
ახალი ანტიდოტის გამოსაცდელად ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს გენოინჟინერული თაგვების ხაზი, რომლებიც კოკაინის წინააღმდეგ მთლიანად ადამიანის ანტისხეულებს აწარმოებდნენ. გაცილებით ეფექტური GNCgzk antisxeuli ანტისხეული აღმოჩნდა. ეს ანტისხეული აკავშირებდა კოკაინს 10-ჯერ ძლიერად, ვიდრე 2005წელს გამოცდილი ანალოგიური მოლეკულა GNC92H2.
ამჟამად მეცნიერები ეძებენ დიდი რაოდენობით GNCgzk- F(ab')2-ის ეკონომიური მიღების ხერხს. "თუ ჩვენ ამას შევძლებთ, არ არსებობს არანაირი მიზეზი, არ მოხდეს ახალი ანტიდოტის კლინიკური გამოცდა", - მიიჩნევს ჯანდა.
მკვლევრების აზრით, ანტისხეულებით მკურნალობა შეიძლება ეფექტური იყოს არა მარტო დოზის გადაჭარბების ეფექტის შესამცირებლად, არამედ ახალი რეციდივის თავიდან ასაცილებლად.
"უამრავი ადამიანი დოზის გადაჭარბების შემდეგ საკმაოდ ხშირად უბრუნდება ნარკოტიკებს,მაგრამ ჩვენი ანტისხეულები სისხლში რჩება მინიმუმ რამდენიმე კვირის განმავლობაში, რომლის დროსაც კოკაინი არანაირ გავლენას არ მოახდენს ორგანიზმზე", - აღნიშნავს მეცნიერი.