სეპარატისტულ აფხაზეთში განლაგებული რუსეთის საოკუპაციო ჯარის გუდაუთის სამხედრო ბაზის შეიარაღებაში ტანკ "Т-90А"-ს ეკიპაჟის მოსამზადებლად კომპლექსური ტრენაჟორი "МКТ-188А" შევიდა.
რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ ტრენაჟორის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მისით მომზადება შეუძლია ერთდროულად მთელს ეკიპაჟს - ტანკის მეთურიდან დაწყებული მექანიკოს-მძღოლით დამთავრებული.
ტრენაჟორს ერთდროულად სხვა და სხვა სიშორეზე მდებარე 15 სხვა და სხვა სამიზნის ჩვენება შეუძლია.