გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება. მასზე მთავარი განსახილველი საკითხები უსაფრთხოების თემას შეეხება.
"აღნიშნება, რომ წარმატებით გადაწყდა ქართველი მეზღვაურების საკითხი, რომლებიც სოხუმის პორტში იმყოფებოდნენ. გარდა ამისა იქნება საკითხები, რომლებიც შეეხება ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების თავისუფლებას. გალში მაცხოვრებელი ქართველების უსაფრთხოებასა და მისი უფლებების დაცვას. ვუსაუბრებთ ასევე მიმდინარე საკითხებზე", _ აცხადებს საქართველოს შს სამინისტრის ანალიტიკური და საინფორმაციო დეპარტამენტის უფროსი, მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი.