ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის" ადმინისტრაციის უფროსად ბორის ჩოჩიევი დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციით კომიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას ოს სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ხელი დღეს მოაწერა.
"მანამდე ლეონიდ თიბილოვმა ხელი მოაწერა ბრძანებას დაკავებული თანამდებობიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის არსენ გაგლოევის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ",_ იუწყება ოსური მხარე.
ბორის ჩოჩიევი დღემდე იყო ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში.