ჩეჩნეთის მთიანეთში რესპუბლიკის პრეზიდენტის რამზან კადიროვის ბრძანებით სპეცოპერაცია დაიწყო. კადიროვმა სპეცოპერაციის მონაწილეებს ერთი ამოცანის შესრულება უბრძანა _ იპოვონ და გაანადგურონ დოკუ უმაროვი და მისი უახლოესი გარემოცვა.
"დღეს მიღებულია გადაწყვეტილება, მთელი მთიანეთის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის დაწყების შესახებ",_ განაცხადა კადიროვმა და დასძინა, რომ სპეცოპერაციაში მონაწილეობას იღებს ჩეჩნეთის შს სამინისტროს, რაიონული განყოფილებების თანამსრომლები და შინაგანი ჯარის მოსამსახურეები.
სპეცოპერაციის ხელმძღვანელად კადიროვმა ადამ დელიმხანოვი დანიშნა.