აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი, საფრანგეთუს მეცნიერული კვლევების ნაციონალური უნივერსიტეტის წამყვანი თანამშრომელი, არქეოლიგი მიხეილ კაზანსკი და მისი მეუღლე ანა მოსტიკოვა მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა.
"საუბარი შეეხო აფხაზეთში მეცნიერების განვითარებას, არქეოლოგიას, აფხაზეთის ისტორიას, დღევანდელ სიტუაციას და საგარეო პოლიტიკას", _ იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ ანა მოსტიკოვა აფხაზეთში 2006 წელში იმყოფებოდა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ აქ მრავალი რამ უკეთესობისკენაა შეცვლილი.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა და ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა მათ აფხაზეთის ომისშემდგომი აღდგენის შემდეგ მოუთხრეს.
"ალექსანდრე ანქვაბმა მიხეილ კაზანსკის და მის მეუღლეს აფხაზეთის ქრისტიანული ტაძრების გამოსახუელბით ვერცხლის მონეტები უსახსოვრა", _ იუწყება აფხაზური მხარე.