ევროსაბჭო მზადაა საქართველოს ხელისუფლებას კონფლიქტის ზონებსა და მისი მიმდებარე ტერიტორიებიდან დაკავებული ან გაუჩინარებული პირების მოძიებაში დაეხმაროს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიუროდან აცნობეს, შესაბამისი მზადყოფმა ორგანიზაციის ფედერალურმა მრჩეველმა და მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე მიშელინ კალმი-რეიმ, თბილისში ვიზიტისას, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დააფიქსირა.
უფრო კონკრეტულად, ოფიციალური ინფორმაციით, ევროსაბჭო გაუჩინარებულ პირთა მოძიებაში ქართულ მხარეს საექსპერტო დახმარებას სთავაზობს.
"კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგი არის ის წვლილი, რისი შეტანაც შეეძლება ევროპის საბჭოს", - ნათქვამია საქართველოში ორგანიზაციის საინფორმაციო ბიუროს განცხადებაში.
გარდა ამისა, მასში ისიც არის აღნიშნული, რომ ფედერალურმა მრჩეველმა ხელისუფლებას კონფლიქტის შედეგად აყვანილ ტყვეთა და მსხვერპლთა ნარჩენების ურთიერთგაცვლის პროცესის დროულად დასრულებისკენაც მოუწოდა.