ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის განცხადებით, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში ორგანიზაციის წევრი ყველა სახელმწიფო იქნება ჩართული.
"მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით ამ პროცესში ნატოს წევრი ყველა სახელმწიფო ჩაერთვება", - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრატილსავაში ვიზიტისას, სადაც ნატოს არაოფიციალური მინისტერიალი იმართება.
აღსანიშნავია, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში თანამშორმლობა იქნება განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის პოლონეთსა და ჩეხეთში ვიზიტისას.
როგორც ცნობილია, ჯერჯერობით უცნობია, სად დაამონტაჟებს ამერიკა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს.