დომინიკის რესპუბლიკამ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება გადაიფიქრა. მას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი პირადად დაემუქრა. ეს განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისივე თქმით, მუქარები იყო ბელორუსისა და ყაზახეთის მიმართულებითაც. "ეს კოსოვოს აღიარების ფონზე ორმაგი სტანდარტების გამოყენებაა", _ აცხადებს ჩირიკბა და დასძენს, რომ აფხაზეთი ყოველივე ამის მიუხედავად გააგრძელებს დიპლომატიურ და საინფორმაციო მუშაობას.
"აფხაზეთის აღიარების პროცესი გაგრძელდება, მაგრამ რიგი ქვეყნების ძალიხმევით ის ისე სწრაფი არ იქნება", _ აცხადებს ე.,წ. მინისტრი.