აფხაზეთი არ აპირებს სტალინის აგარაკების (რიწაზე, გაგრაში, ახალ ათონსა და სოხუმში) გაყიდვას. განაცხადა მოსკოვში მყოფნა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ.
"ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია სტალინის აგარაკების გაყიდვასთან დაკავშირებით", _ განაცხადა ჩირიკბამ და აღნიშნა, "რამდენადაც მე ვიცი, მას უყვარდა აფხაზეთი და აქ ძალიან მოსწონდა, ალბათ, აფხაზური სტუმართმოყვარეობის გამო, თუმცა, სტალინი აფხაზეთს, როგორც საქართველოს ნაწილს, ისე უყურებდა. სტალინის დროს შეიქმნა უნიკალური შემთხვევა, არსებითად, კონფედერაცია საბჭოთა კავშირის შიგნით", _ აცხადებს ჩირიკბა.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ აგარაკები ამჟამად სახელმწიფოს საკუთრებაშია და კარგ მდგომარეობაშია.
მისი თქმით, აფხაზეთის გეგმებში შედის - "სტალინის რეპრესიების და საქართველოსთან მსხვერპლის მუზეუმის შექმნა".
"ადამიანები მიდიან, უნდა მოვასწროთ და უნდა შევაგროვოთ დოკუმენტები და ყველაფერი ეს მუზეუმებში დავიცვათ", _ განაცხადა მან.