"იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებენ, ზეწოლა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დონეზედაც კი ხორციელდება. ჰილარი კლინტონი მუქარის წერილებს აგზავნის", - ეს განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ჩვენი საერთაშორისო იზოლაციიდან გამოსვლის წინააღმდეგ ნამდვილი ჯვაროსნული ლაშქრობაა მოწყობილი. ქვეყნები მიმართავენ შანტაჟსა და მუქარებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დონეზედაც კი. არსებობს წერილები, რომლებშიც კლინტონის ღია მუქარებია (კერძოდ, საუბარია ფინანსურ სანქციებზე) იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებენ", _ აცხადებს განაცხადა ჩირიკბამ.