ხვალ, 19 აპრილს, ცხინვალის რეგიონში ე.წ. ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.
ე.წ. უშიშროების კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლეონიდ ხარიტონის ძე თიბილოვმა ხმათა 54,12% დააგროვა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადაყვანილნი.
მათი ინფორმაციით, ე.წ. ინაუგურაციის ცერემონიალზე დასასწრებად, ცხინვალის რეგიონში უკვე ჩავიდა მთიანი ყარაბაღის დელეგაცია. იქ გამგზავრებას აფხაზი სეპარატისტებიც გეგმავენ. აფხაზ სეპარატისტთა მხრიდან თიბილოვის ე.წ. ინაუგურაციას აფხაზეთის ე.წ. პრემიერ მინისტრი ლეონიდ ლაკერბაია და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ბესლან კუბრავა მიიღებენ.