20 იანვარს, 17:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართება საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი.
აკადემიური სასპორტო სასწავლებელი ქვეყნის მთავრობამ 2007 წლის 11 ივლისს #140 დადგენილებით გააუქმა.
სპორტის აკადემიის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი დოლაბერიძის განცხადებით, მთავრობის ე. წ. დადგენილება იყო კანონშეუსაბამო და ყოფილი თუ ახლანდელი მაღალჩინოსნების კორუფციული გარიგება, რომელიც რეალურად მიზნად ისახავდა სპორტის აკადემიის გაუქმებას და მისი ტერიტორიის გაყიდვას, რომელსაც რეფორმასთან არავითარი კავშირი არ ქონია. დირღვა სქართველოს მოქმედი არაერთი კანონი.
აღნიშნულ სასამართლო პროცესზე სპორტის აკადემიის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რათა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და ყოფილი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი გოკა გაბაშვილი დაბარებული იქნან სასამართლოზე განმარტების მისაცემად, თუ რის საფუძველზე მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება.