საქართველოს უარი შეასრულოს "ღია ცის შესახებ" შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები განსაკუთრებულ შეშფოთებას აფხაზეთში არ იწვევს, ვინაიდან მას იმედი აქვს რუსეთის ფედერაციასთან გაფორმებული ხელშეკრებულებისა, რომელიც მისი საზღვრებისა და საჰაერო სივრცის დაცვას ეხება. განცხადება ამის შესახებ სეპარატისტული აფხაზეთის მოსკოვში მყოფმა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ გააკეთა.
"ეს ზომა პროვოკაციული და დესტაბილიზების გამომწვევია. თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ განსაკუთრებით არ ვღელავთ. ჩვენ საიმედო შეთანხმებები გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან ჩვენი ცისა და საზღვრების დაცვის შესახებ და ზოგადად აფხაზეთის ტერიტორიის დაცვის შესახებ", _ განაცხადა ჩირიკბამ სერგეი ლავროვთან ერთად მოწყობილ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა: "ასე რომ მიმაჩნია, რომ საქართველოს მცდელობა გამოიწვიოს სიტუაციის დესტაბილიზება წარუმატებელი აღმოჩნდება".