აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების წინააღმდეგ მსოფლიოში ნამდვილი ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყვეს. ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიჩესლავ ჩირიკბამ რუსულ მედიასთან საუბარში გააკეთა.
"აშშ-მ და მისმა მოკვაშირეებმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო იზოლაციისათვის და მათი აღიარების წინააღმდეგ ნამდვილი ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადეს. დასავლეთიც, მის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების ფონზე ამ ორ ახალგაზრდა კავკასიულ სახელმწიფოს ორმაგი სტანდარტებით უდგება. სამწუხაროდ, აშშ-ს ზეწოლის ბევრი ბერკეტი აქვს, განსაკუთრებით ეკონომიკური. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ XXI საუკუნეში შეუძლებელია ხალხების იზოლაცია მიუხედავად დიდი სახელმწიფოების მცდელობებისა და აღიარების პროცესი გაგრძელდება", _ აცხადებს ჩირიკბა.
მასალის გამოყენების პირობები