რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიდევ ერთხელ ურჩევს რუსეთის მოქალაქეებს თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ განცხადებების მიზეზი დღეს კიდევ ერთხელ პრესასთან გამართულ შეხვედრაზე განმარტა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებობს კანონი ოკუპაციის შესახებ და იმ შემთხვევაში თუ რუსეთის მოქალაქეები არიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ნამყოფები, მათ საქართველოში სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრებათ. ეს განცხადება სერგეი ლავროვმა მოსკოვში მყოფ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიაჩესლავ ჩირიკბასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ყველამ კარგად ვიცით, რომ არსებობს საკანონმდებლო აქტი, რომელიც საქართველოში შევიდა ძალაში და რომლის თანახმადაც ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე თუ ის საქართველოს მხრიდან არ იმყოფებოდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სისხლის სამართლით ისჯება. თან როგორც ვიცი 5 წლამდე პატიმრობითა და საკმაოდ დიდი ჯარიმით.
რუსეთის მოქალაქეები უკვე გახდნენ ამ აღმაშფოთებელი აქტის მსხვერპლნი. გაატარეს გარკვეული პერიოდი ქართულ ციხეებში სანამ გამოვიხსნიდით. აი ამი ახსნება ჩვენი განცხადება. ნამდვილად იქ გამგზავრება უსაფრთხო არ არის და ზოგი ამაში საკუთარი გამოცდილების საფუძველზე დარწმუნდა", _ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.