კუბა, ეკვადორი და ბოლივია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხში ძალიან ძლიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას განიცდიან. ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიჩესლავ ჩირიკბამ რუსულ მედიასთან საუბარში გააკეთა.
"აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან კუბა, ეკვადორი და ბოლივია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხში ძალიან ძლიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას განიცდიან. ამიტომაც ყოველივე ეს ამ პროცესს ართულებს. რაიმის წინასწარ თქმა კი ძნელი ხდება", _ აცხადებს ჩირიკბა თუმცა აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, აფხაზი ე.წ. დიპლომატები ამ მიმართულებით მოლაპარაკებებს არასაჯაროდ აწარმოებენ.
მასალის გამოყენების პირობები