ანზორ ბუთბას, ალხაზ ხუტაბს, ტიმურ ხუტაბს და რამზი ხაშიგს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე განხორციელებული თავდასხმა ედებათ ბრალად. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სოხუმის ე.წ. სასამართლომ დააკმაყოფილა აფხაზეთის ე.წ. გენპროკურატურის მოთხოვნა და აღნიშნულ პირებს აღმკვეთი ღონოისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით ამ ადამიანებს ასევე ბრალად ედებათ, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის პირადი დაცვის ორი წევრის რემზიკ ცუგბასა და თენგიზ პანდარიას მკვლელობა.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა მოხდა. თავდასხმის შედეგად მისი პირადი დაცვის ორი წევრი, რემზიკ ცუგბა და თენგიზ პანდარია, მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალნენ.