"თუ ფიჯი შეუერთდება იმ სახელმწიფოთა რიცხვს, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს ჩვენ მხოლოდ მოხარულნი ვიქნებით, თუმცა მე ჯერ ჯერობით არ მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებები ფიჯის მთავრობასთან მიმდინარეობდეს. ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიცესლავ ჩირიკბამ რუსულ მედიასთან საუბარში ფიჯის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესაძლებლობის კომენტირებისას გააკეთა.
მისივე თქმით, მიუხედავად ყოველივე ამისა დიპლომატიური მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება. თუმცა აშშ-ს ზეწოლის გათვალისწინებით ამ ამ პროცესის წარმართვა იოლი "ნამდვილად არ იქნება".