ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში კახა ბენდუქიძე მიიჩნევს, რომ თუ უკრაინის ახალი პრეზიდენტი უკრაინის ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებს, საქართველოს და უკრაინას სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებში პრობლემა არ ექნება.
ბენდუქიძის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას შორის კარგი ეკონომიკური ურთიერთობები თავად უკრაინის ინტერესებშია.
"თუ ლაპარაკია ჩვეულებრივ ვაჭრობაზე, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი, რომელიც მოვა უკრაინაში, იყოს პროუკრაინული, ვინაიდან, უკრაინისთვის არის პირველ რიგში სასარგებლო თავისუფალი ვაჭრობა სხვა ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან; უკრაინისთვის არის პირველ რიგში სასარგებლო თავისუფალი მიმოსვლა სხვა ქვეყნებთან და თუ უკრაინის პრეზიდენტი გამოვა უკრაინის ინტერესებიდან, ცხადია, საქართველოს და უკრაინას სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებში პრობლემა არ ექნება", _ აცხადებს ბენდუქიძე.