ექსპერტ ნიკა ჩიტაძის აზრით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში ტიმოშენკო ევროპულ კურსს შეინარჩუნებს.
"ვფიქრობ, უკრაინის სათავეში ტიმოშენკოს მოსვლის შემთხვევაში ევროპული კურსი შენარჩუნებული იქნება. შეიძლება ისეთი აქტიური არ იყოს, როგორც იუშჩენკოს დროს, მაგრამ კურსი, ალბათ, უცვლელი დარჩება", - განუცხადა ჩიტაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
ექსპერტის აზრით, ტიმოშენკოს კანდიდატურა ბევრად მისაღებია საქართველოსთვის, ვიდრე იანუკოვიჩის.
"საუკეთესო კანდიდატურა ვიქტორ იუშჩენკო იქნებოდა, მაგრამ იანუკოვიჩთან შედარებით ტიმოშნეკო ჩვენთვის ბევრად მისაღებია. ვფიქრობ, ტიმოშენკო ბევრად უფრო ძლიერი ლიდერი იქნება, ვიდრე იუშჩენკო, რადგან მას უფრო მეტი პილიტიკური ქარიზმა აქვს", - მიაჩნია ექსპერტს.