თბილისის საქალაქო სასამართლოში ციხის ბუნტის ორგანიზებაში ბრალდებულ ქალთა სასამართლო პროცესი განახლდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სასამართლოში განუცხადეს, პროცესზე ციხის თანამშრომლების დაკითხვა გაგრძელდება.
დღევანდელ სხდომაზე იმ დაწესებულების დირექტორი დაიკითხება, სადაც ბუნტი მოხდა.
შეგახენებთ, რომ ქალთა და არასრულწლოვანთა #5 დაწესებულებაში ბუნტი 19 აპრილს მოხდა. მასში მონაწილეობა 38 ქალს ბრალდება.