20-22 აპრილს რომში ფესტივალზე "NATALE DI ROMA"-ზე საქართველოს ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნები" წარადგენენ.
ფესტივალის მიმდინარეობისას რომის ცენტრალური ქუჩები იკეტება და მაშტაბური მსვლელობები ეწყობა. ყველა ქვეყანა ეროვნულ კულტურას, ანტიკური ეპოქის საბრძოლო სამოსსა და აღჭურვილობას წარადგენს. შაფაროსნები ფესტივალზე ხევსურული ტალავრებით წარდგებიან და ქართველი მჭედლების ნამუშევარ იარაღებს წარადგენენ. ასევე გამართავენ საბრძოლო საჩვენებელ წარმოდგენებს.
ფესტივალზე იმ ქვეყნებს იწვევენ, რომლებთანაც რომის იმპერიას ისტორიული ურთიერთობა ჰქონდა. საქართველოსა და რომის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის მიუხედავად, ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დღემდე ჩვენს ქვეყანაზე წარმოდგენა არ ჰქონდათ. მეტიც, კოლიზეუმზე გამოკრულ რუკაზე საქართველო საერთოდ ნახსენები არაა და ჩვენს ტერიტორიას სომხეთი აწერია. "შავფაროსნების" ამ ფესტივალში მონაწილეობა ამ მხრივაც მნიშვნელოვანია.
"შავფაროსნების" ღონისძიებაზე დასწრების უზრუნველყოფა ხდება "ბანკი კონსტანტას" მიერ, ასევე ქალაქ თბილისის მერიის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.