საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატს 4 მაისს გერმანიის ნაკრებთან შეხვედრით დაიწყებს. ეს შეხვედრა სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში 17-ათასიან სტადიონ „სტოჟიცეზე" გაიმართება.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართველ 17-წლამდელებს მეორე თამაში 7 მაისს ქალაქ დომჟალეში ფრანგ თანატოლებთან უწევთ, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 10 მაისს დომჟალეშივე ისლანდიელებთან შეხვედრით დაასრულებენ.
ევროპის ჩემპიონატი 4-16 მაისს სლოვენიის ოთხ ქალაქში გაიმართება და ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობს. ჯგუფური ეტაპის დასაძლევად ვასილ მაისურაძის მიერ გაწვრთნილ 17-წლამდელებს ჯგუფში ორ მოწინავეთა შორის მოხვედრა მართებთ.
ევროპის ჩემპიონატი 17-წლამდელთა შორის
სლოვენია. 4-16 მაისი
A ჯგუფი
4 მაისი. I ტური
ლიუბლიანა. საქართველო-გერმანია
დომჟალე. საფრანგეთი-ისლანდია
7 მაისი. II ტური
ლიუბლიანა. გერმანია-ისლანდია
დომჟალე. საფრანგეთი-საქართველო
10 მაისი. III ტური
ლიუბლიანა. საფრანგეთი-გერმანია
დომჟალე. საქართველო-ისლანდია
B ჯგუფი
4 მაისი. I ტური
მარიბორი. სლოვენია-ჰოლანდია
ლენდავა. ბელგია-პოლონეთი
7 მაისი. II ტური
ლენდავა. პოლონეთი-სლოვენია
მარიბორი. ჰოლანდია-ბელგია
10 მაისი. III ტური
მარიბორი. სლოვენია-ბელგია
ლენდავა. ჰოლანდია-პოლონეთი
13 მაისი. ნახევარფინალები
ლიუბლიანა. A ჯგუფის გამარჯვებული - B ჯგუფის მეორეადგილოსანი
ლიუბლიანა. B ჯგუფის გამარჯვებული - A ჯგუფის მეორეადგილოსანი
16 მაისი. ფინალი