"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით აღარ მიმართავს, რადგან ამ ნაბიჯს ,,ქართულ ოცნებაში" არალოგიკურად მიიჩნევენ.
"ეს არის სწორედ ის ადამიანი, ვინც უკვე ერთხელ ჩამოართვა მოქალაქეობა.Aარალოგიკურად მიგვაჩნია მივმართოთ პრეზიდენტს ხელმეორედ მოქალაქეობის აღდგენის, ან მინიჭების თხოვნით", _ განაცხადა ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად შეუძლია პრეზიდენტს ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნის საფუძველზე მიმართოს.